„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა ჟურნალსტებს აუხსნა რატომ დატოვა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დავიდ ლუისმა კლუბი.
„ცხადია, არ ყოფილა რაიმე პროტესტის მაგვარი. ამიტომ, თავიდანვე მინდა განვმარტო, რომ დღე, როცა დავიდმა არ ივარჯიშა ჩემი გადაწყვეტილება იყო.
მომწონს ის შემადგენლობა, რომელიც ახლა მყავს. „არსენალს“ კი ის სჭირდებოდა, ამიტომაც დავთმეთ. თუმცა, კონკურენტის რიგებში კი გადავიდა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია“ - ციტირებს ლამპარდის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.