ფეხბურთი

11:48 | 13.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბეშიქთაში“ კონოპლიანკაში 2,5 მილიონს გადაიხდის

გერმანული “შალკეს“ უკრაინელი ნახევარმცველი, იევჰენ კონოპლიანკა, კარიერას სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს - გვამცნობს Fanatik. წყაროს ცნობით, თურქული კლუბი კონოპლიანკაში 2,5 მილიონ ევროს გადაიხდის ნაწილ-ნაწილ, ექვსი თვის განმავლობაში.

უახლოეს დღეებში უკრაინელი სტამბოლში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამის შემდეგ ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება.

კონოპლიანკა „შალკეში“ 2016 წლის ზაფხულში გადავიდა „სევილიიდან“ იჯარით. თავის დროზე კი ის ჩვენი ჯაბა კანკავას თანაგუნდელი იყო „დნიპროში.“

0.164807