ფეხბურთი

0:10 | 13.08.2019 | ნანახია 1322 - ჯერ

იოზილის სახლს პოლიცია დარაჯობს

მესუთ იოზილის სახლს, პოლიციამ სადღეღამისო პატრულირება დაუწესა. ისინი ძაღლებთან ერთად მოძრაობენ სახლის პერიმეტრზე - გვამცნობს The Sun. ბრიტანული ტაბლოიდები უკვე მეორე დღეა წერენ, რომ 30 წლის იოზილი და მისი თანაგუნდელი სეად კოლაშინაცი იძულებული არიან პოლიციის დაცვის ქვეშ იყნენ, რადგან შეიძლება ლონდონური კრიმინალური დაჯგუფებების დაპირისპირების მსხვერპლი გახდნენ.

რამდენიმე დღის წინათ, იოზილის მანქანას თავს ორი დანებით შეიარაღებული უცნობი დაესხა. ფეხბურთელმა ახლომდებარე რესტორანს შეაფარა თავი და პოლიციის გამოძახება სცადა. ბოსნიელი კოლაშინაციც მის მანქანაში იჯდა და ბოროტმოქმედებთან გამკლავება თავად სცადა. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

გუშინ თავდამსხმელები იოზილის სახლთან დააკავეს.

„არსენალის“ ფეხბურთელებმა აღმოსავლეთევროპელი კრიმინლებისგან მიიღეს მხარდაჭერა. საპასუხოდ, კონკურენტმა დაჯგუფებამ მუქარა გააძლიერა.

იოზილმა და კოლაშინაცმა უსაფრთხოების მიზნით, პრემიერლიგის პირველ ტურში, „ნიუკასლთან“ მატჩში (0:1) გამოტოვეს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:27 | 13.08.2019
sabonis (9584)

კიდე დაშინება უნნდა ამ საცოდავს ისედაც შეშინებული კურდღლის სიფათი აქ.დ

03:22 | 13.08.2019
თენგაბი (950)

რა ხდება, თანამედროვე ლონდონია თუ 90-იანი წლების საძმოებისაგან დანაწილებული თბილისი?

02:12 | 13.08.2019
ბაბუ პერესი (16691)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=pALs9iaR-ZQ')>0?'https://www.youtube.com/watch?v=pALs9iaR-ZQ':'https://www.youtube.com/watch?v=pALs9iaR-ZQ'))
აქ კარგად ჩანს უფრო

02:03 | 13.08.2019
ბაბუ პერესი (16691)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=M77iURs9pGU')>0?'https://www.youtube.com/watch?v=M77iURs9pGU':'https://www.youtube.com/watch?v=M77iURs9pGU'))
იქეთ თუ გაუჩერა მანქანა მერე ან კოლოშინაცის მანქანაც თუ იდგა სადმე გვერდზე არ ვიცი მაგრამ აქ კი შეატოვა ოზილმა დანიან ხალხს კოლოშინაცი და გაიქცა

02:00 | 13.08.2019
ბაბუ პერესი (16691)

რა ხდება ასეთი რას გადაამტერდნენ.კოლოშინაცმა კი მართლა მაგრად გადაარჩინა ნახავდით ვიდეოს.შიშველი ხელებით მოიგერია დანიანი ხალხი და ოზილმა საერთოდ დაძრა მანქანა და შეატოვა დანიან ხალხს კაცი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131928