2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორების ცნობით, ტოკიოში დაახლოებით 15 ათასს სპორტსმენს ელოდებიან.
„ოლიმპიური თამაშებისთვის ათლეტთა რაოდენობის ზედა ზღვარი 11090 ადამიანს შეადგენს, ხოლო პარალიმპური თამაშებისთვის 4400. თუმცა, რეალურად, შესაძლოა ცოტა ნაკლები სპორტსმენი ჩამოვიდეს," - აცხადებს ტოკიო-2020-ის პრესამსახური.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, თამაშების დაწყებამდე ერთი წლით ადრე ოლიმპიადისთვის მზადება მაღალ დონეზე მიმდინარეობს:
„43 ობიექტიდან, სადაც შეჯიბრებები ჩატარდება, დაახლოებით 60 პროცენტი უკვე არსებულ მოედნებზე მოდის. მთავარი სტადიონი, ასევე ოლიმპიური სოფელი წლეულს დეკემბერისთვის იქნება მზად, სხვა ობიექტების მშენებლობაც გრაფიკის შესაბამისად მიდის."
www.geonoc.org.ge