ფეხბურთი

21:27 | 12.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, უესლი სნეიდერმა, პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა - წერს De Telegraaf. 35 წლის სნეიდერის ბოლო კლუბი ყატარული „ალ ღარაფა“ იყო, სადაც ის 2018 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში მან ყატარის ჩემპიონატში 11 მატჩი გამართა, 6 ბურთი გაიტანა და ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.

კარიერის განმავლობაში სნეიდერს „აიაქსში,“ მადრიდის „რეალში,“ მილანის „ინტერში,“ თურქულ „გალათასარაისა“ და ფრანგულ „ნიცაში“ უთამაშია.

ჰოლანდიის ნაკრებში უესლიმ 134 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. „ნარინჯისფერებთან“ ერთად კი, მან 2010 და 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ირგუნა.

0.123637