„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხამეს როდრიგესი და გარეთ ბეილი, კლუბისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.
„ხამესი და ბეილი „რეალის“ ფეხბურთლები გახლავან, ესე იგი, დღეისათვის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები. 31 აგვისტომდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახლა ისინი გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და ჩემი, როგორც მწვრთნელის, ვალდებულებაა ყველას მივცე თავის გამოჩენის შანსი“ - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს Football Espana.
ხამესმა ბოლო ორი სეზონი „ბაიერნში“ გაატარა იჯარით, მიუნხენელებს მისი გამოსყიდვა შეეძლოთ, მაგრამ გარიგებაზე უარი თქვეს.
ბეილი „რეალში“ 2013 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირში 42 მატჩი ჩაატარა, 14 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე პასით გამოირჩა.