„პარი სენ-ჟერმენის“ ურუგვაელი თავდამსხმელი, ედინსონ კავანი, შესაძლოა, გაისად აშშ-ში გადაბარგდეს და მაიამის „ინტერის“ ფეხბურთელი გახდეს - გვამცნობს FOX Deportes.
MLS-ის კლუბი, რომლის მფლობელიც „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, დევიდ ბექემია, ამერიკულ ლიგაში მონაწილეობას 2020 წლიდან დაიწყებს.
კავანი პარიზულ კლუბთან თავისი კონტრქტის ბოლომდე შესრულებას აპირებს, რომელსაც გაისად ზაფხულში გასდის ვადა. ამის შემდეგ ის თავისუფალი აგენტი გახდება და მაიამიში უფასოდ გადავა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული კლუბის წევრები უკვე გახდნენ ვენესუელელი მცველი, კრისტიან მაკუნი, ასევე არგენტინელები - შემტევი ხულიან კარანსა და ნახევარმცველი მატიას პელეგრინი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
1 თვეში დუბლინში ცხადაძე იბრძოლებს
რევანში გვწყურია ოდესმე ხო უნდა გავტეხოთ ნავსი.
მაგარი თარსი გუნდიააა) არ მევასება!
ძალიან იღბლიანი წილისყრა იყო ჩვენთვის, ამ ჯგუფიდან უეჭველი უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ რუსეთში 2018 წლის მუნდიალზე თუ არადა დავანებოთ საერთოდ ფეხბურთს თავი...
ოღონდ ამათზე მოგვაგებინა და მეტი არ მინდა არაფერი
ცოტა სუსტად გამოიყურებიან ბოლო პერიოდში, მაგრამ მათთან თამაში ყოველთვის გვიჭირს.