ფეხბურთი

19:52 | 12.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ ლოსანოს 42 მილიონად ყიდულობს

„ნაპოლი“ პსვ-ს მექსიკელი შემტევის, ირვინ ლოსანოს ტრანსფერის თაობაზე მოელაპარაკა - წერს La Gazzetta dello Sport. წყაროს ცნობით, ტრანსფერი 42 მილიონი ევრო დაჯდება.

ნეაპოლური კლუბი ფეხბურთელსაც მოურიგდა. ხუთი წლის განმავლობაში ლოსანო ჯამაგირად 43 მილიონ ევროს მიიღებს. მისი აგენტის, მინო რაიოლას საკომისიო კი 5 მილიონს შეადგენს. ფეხბურთელს მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა და ხელშეკრულება ძალაში შევა.

ლოსანო პსვ-ში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა მექსიკური „პაჩუკადან.“

0.134196