ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი გერმანულ მეერბუსხში დაწყებულ ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 46 600 ევრო) ჩაება, თუმცა, პირველივე წრეში მარცხი განიცადა.
მეტრეველმა რუმინელ დრაგოშ დიმასთან სამსეტიანი ორთაბრძოლა გადაიტანა და 2:6, 6:2, 6:7 (1:7) წააგო. წყვილთა შეჯიბრში სანდრო მონაწილეობას არ იღებს.