ფეხბურთი

17:49 | 12.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: "ოთხი შეცდომა დავუშვით"

პრემიერლიგის პირველ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსი" 4:0 გაანადგურა. "არისტოკრატთა" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა მატჩისშემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ელემენტარული შეცდომები დაუშვეს.

"ოთხი შეცდომა დავუშვით და ოთხი გოლი გავუშვით. "მანჩესტერი" კონტრშეტევაზე კარგად თამაშობდა, ეს მათი პლუსია. ელემენტარული შეცდომები დავუშვით, თან ფეხბურთელებიც გვკლდნენ. ამ მატჩიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ"- განაცხადა ლამპარდმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109405