ფეხბურთი

22:04 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ „არისტოკრატებს“ გადაუარა

კვირას პრემიერლიგის პირველი ტურის ბოლო სამი შეხვედრა გაიმათა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სეზონი რიხიანად დაიწყო. კონკურენტ „ჩელსის“ 4:0 მოუგო და „არისტოკრათა“ ახალ დამრიგებელ, ოდინდელ ჩელსელ ფრენკ ლამპარდს დებიუტი ჩაუშხამა.

მასპინძელთა კაპიტანი დე ხეა იყო. მინდორზე ვიხილეთ გარი მაგუაირიც. ექს-ლესტერელმა ჩინებულად ითამაშა. დუბლი მიითვალა მარკუს რაშფორდმა.

ანგარიში რაშფორდმა მე-18 წუთზე გახსნა პენალტით, რომელიც მისივე წაქცევისთვის დაინიშნა. შემდეგ მასპინძლებმა ორი წუთის ინტერვალში ორი გოლი გაიტანეს (მარსიალი, რაშფორდი), სტუმართა რბევა კი შეცვლაზე შესულმა დენიელ ჯეიმსმა დაასრულა.

ყველას აინტერესებს როგორი იქნება „ჩელსი“ აზარის გარეშე. ჯერჯერობით, დასამშვიდებელი არაფერი აქვთ. მით უმეტეს, რომ შუა კვირაში უეფას სუპერთასის მატჩი ელით სტამბოლში, „ლივერპულთან.“

„არსენალმა“ საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე და სპეციალისტები უნაი ემერის გუნდს წლევანდელ სეზონში, შარშანდელთან შედარებით (მე-5 ადგილი), უფრო მაღალ ადგილს უწინასწარმეტყველებენ.

ემერიმ არ ათამაშა ექს-ჩელსელი ახალწვეული, დავიდ ლუისი. კლუბის ისტორიაში სარეკორდო შენაძენი (79 მილიონი ევრო) ფრანგ-კოტდივუარელი ნიკოლა პეპე კი მხოლოდ 71-ე წუთზე გაიყვანა მინდორზე. ცხადია, დროის ამ მონაკვეთში მას თავი არაფრით გამოუჩენია.

ერთადერთი ბურთი პრემიერლიგის წინა სეზონის საუკეთესო მეგოლემ (მო სალაჰთან და სადიო მანესთან ერთად - 22 გოლი), პიერ - ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა ეინსლი მეიტლენდ - ნაილსის პასით.

ინგლისი

პრემიერლიგა. 1 ტური. 11 აგვისტო

მანჩესტერი - ჩელსი 4:0

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 73 620

1:0 რაშფორდი (18, პენ), 2:0 მარსიალი (65), 3:0 რაშფორდი (67), 4:0 ჯეიმსი (81)

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, მაგუაირი, ლინდელოფი, შოუ, მაკტომინეი, პოგბა, პერეირა (ჯეიმსი 74), ლინგარდი (მატა 86), მარსიალი, რაშფორდი (გრინვუდი 86)

მწვრთნელი: ულე - გუნარ სულშერი

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, კრისტენსენი, ზუმა, ემერსონი, ჟორჟინიო (კანტე 73), კოვაჩიჩი, მაუნტი, ბარკლი (პულიშიჩი 58), პედრო, აბრაჰამი (ჟირუ 66)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: ლინგარდი (48), ლინდელოფი (69), მარსიალი (80); ზუმა (36), ჟორჟინიო (52), აბრაჰამი (57), კანტე (90)

ნიუკასლი - არსენალი 0:1

ნიუკასლი. „სენტ ჯეიმს პარკი.“ 47 635

0:1 ობამეიანგი (58)

ნიუკასლი: დუბრავკა, დამეტი, შერი, ლასკელესი, შელვი (ვილემსი 54), რიჩი, ჰაიდენი, მანკილიო, ლონგსტაფი (სენ - მაქსიმი 67), ჟოელინტონი, ალმირონი

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

არსენალი: ლენო, პაპასტატოპულოსი, მეიტლენდ - ნეილსი, მონრეალი, ჩემბერსი, მხითარიანი (მარტინელი 84), ნელსონი (პეპე 71), უილოკი (სებალიოსი 64), გენდუზი, ჯაკა, ობამეიანგი

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: ალმირონი (18); ნელსონი (26), მხითარიანი (37), ჯაკა (81)

ლესტერი - ვულვერჰემპტონი 0:0

0.149435