ძიუდო

21:55 | 11.08.2019 | ნანახია 1277 - ჯერ

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 7 მედალი მოიპოვეს

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის თასზე 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებულები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ნატალია ყიფშიძე (48 კგ.), მარიამ ჭანტურია (70 კგ.) და გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლები კი ნინო გულბანმა (70 კგ.) და სალომე მაყიშვილმა (+78 კგ.) დაისაკუთრეს.
საინტერესოა, რომ საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, ჯამური შედეგებით კი, საქართველო მე-3 იყო.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:04 | 15.08.2019
sabonis (9584)

დაბალი დონის ტურნირი ყოფილა გასაგებია, მარა 7 მედალი მაინც მაგარია, თან გოგოებისგან.

17:19 | 12.08.2019
qomagi (1575)

წარმატებები!!! იმედია მალე ქალთა ძიუდოშიც ვიტყვით სიტყვას!

0.12141