ფეხბურთი

22:45 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ს ვიზიტი რაჭაში გრძელდება

რაჭის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ონს ესტუმრნენ, სადაც ამხანაგურ საფეხბურთო თამაშში მიიღეს მონაწილეობა. ფეხბურთის ფედერაციის გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც კახა ჭუმბურიძე, ალექსანდრე იაშვილი, ნიკოლოზ ჯღარკავა და სფფ-ს წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი და თანამშრომლები შედიოდნენ, წინააღმდეგობას ონის მოყვარულთა გუნდი უწევდა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ჩამოყალიბდა და სხვადასხვა შეჯირებებში იღებს მონაწილეობას. მატჩი ადგილობრივი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. თამაში სლავა მეტრეველის სახელობის ბუნებრივსაფარიან საფეხბურთო მოედანზე გაიმართა. სფფ-მ ონის მოყვარულთა ნაკრებს საჩუქრად ბურთები გადასცა.

დღესვე, ამბროლაურის საფეხბურთო მოედნის გახსნის პარალელურად, ახალ მოედანზე „ამბროლაურის თასის“ ნახევარფინალები გაიმართა. აღნიშნული ტურნირი თხუთმეტ წელიწადზე მეტია იმართება და მასში მონაწილეობას 150-ზე მეტი 2004-05 და 2006-07 წლებში დაბადებული ბავშვები იღებენ მონაწილეობას.

დღის ბოლოს, სფფ-ს ხელმძღვანელობა რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ბექა ოშხერელთან ერთად სოფელ ხვანჭკარას ესტუმრა, სადაც დღეიდან სამოყვარულო საფეხბურთო ტურნირი „ხვანჭკარას თასი“ იმართება. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას ხვანჭკარისა და მიმდებარე 14 სოფლის მოყვარულთა გუნდები იღებენ.

ხვანჭკარას თასის ორგანიზატორი ალეკო სარდანაშვილი: „ტურნირი პირველად, 2013 წელს ჩატარდა და უკვე მეშვიდე წელია იმართება. საფეხბურთო ტურნირის ორგანიზების იდეა მეგობრებს მოგვივიდა, რათა ხელი შეგვეწყო სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის ჩვენს სოფლებში.“

სფფ-ს წარმომადგენლებმა ტურნირის ორგანიზატორებს სპორტული ინვენტარი გადასცეს. „ხვანჭკარას თასი“, რომელიც უკვე მეშვიდე წელია იმართება დღეს დაიწყო და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

www.gff.ge

0.119668