ფეხბურთი

15:29 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სან ხოსეს" ლეგენდა ყაზაიშვილს აქებს: "ვაკო საოცრად თამაშობს და ძალიან ნიჭერია"

„სან ხოსეს“ ლეგენდა კრის ვონდოლოვსკი ვაკო ყაზაიშვილს აქებს. 36 წლის თავდამსხმელის განცხადებით, ქართველი შესანიშნავად თამაშობს და ძალიან ნიჭიერია. გარდა ამისა, კრისმა ხაზი გაუსვა ვაკოს როლს დაცვით ფაზაში და თქვა, რომ დიდ სამუშაოს ასრულებს.

„ვაკო საოცრად თამაშობს. ვფიქრობ, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ყოველთვის შეუძლია მეტოქის მოტყუება, თუმცა ჩემი აზირთ, ასევე უნდა დავინახოთ დაცვით ფაზაში მისი დიდი წინსვლა. პატარა საქმეებს შესანიშნავად აკეთებს და ამ მოტივებით საოცარი მოთამაშეა“, - თქვა ვონდოლოვსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს გამთენიისას ყაზაიშვილმა MLS-ში მორიგი გოლი გაიტანა, ამჯერად „კოლორადო“ დაამწუხრა. მიმდინარე სეზონში 26 წლის ჩვენებურს ამერიკულ ლიგაში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 8 გოლი დაუგროვდა, სამჯერ საგოლე პასიც მიითვალა, ხოლო თასზე ორ მატჩში სამჯერ გამოიჩინა თავი.

რაც შეეხება ვონდოლოვსკის, კლუბის ცოცხალი ლეგენდაა, 2009 წლიდან „სან ხოსეს“ ერთგულია და 308 მატჩში 149 გოლის გატანა მოახერხა. აშშ-ს ნაკრების რიგებში კი 2011-2016 წლებში 35 თამაშში 11 გოლი გაიტანა.

0.123112