ფეხბურთი

17:45 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონკალია "ოსასუნაში" გადავიდა

"სელტას" აწ უკვე ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელი ფაკუნდო რონკალია კარიერას "ოსასუნაში" გააგრძელებს. როგორც ლა ლიგაში დაწინაურებული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო ვიგოელებმა ტრანსფერი სანაცვლოდ 250,000 ევრო მიიღეს.

რონკალია არგენტინის ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. მცველი "ბოკა ხუნიორსის" აკადემიის აღზრდილია და კარიერის განმავლობაში ექვს გუნდში უასპარეზია. გასული სეზონის ნახევარი რონაკლიამ "სელტაში" გაატარა, ნახევარი კი "ვალენსიაში", ჯამში კი სამხრეთამერიკელმა 24 მატჩის ჩატარება მოახერხა.

0.117032