შვედეთის ეროვნული ნაკრების და "რომას" მეკარე რობინ ოლსენი მომდევნო სეზონს იჯარის წესით "მონპლიეში" გაატარებს. როგორც Sky Sports Italia იუწყება, იჯარაში ფრანგები 1.2 მილიონ ევროს გადაიხდიან და მომდევნო სეზონის ბოლოს გამოსყიდვა 7 მილიონად შეეძლებათ. მოლაპარაკებები უვე გადამწყვეტ ფაზაშია და ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
ოლსენი იტალიელებმა გასული წლის ზაფხულში დაიმატეს, სვედი ძირითადი შემადგენლობის მეკარე იყო, თუმცა სეზონის ბოლოს მწვრთნელმა ანტონიო მირანტესმიანიჭა უპირატესობა. აქედან გამომდინარე ოლსენს სათამაშო პრაქტიკა უნდოდა და კლუბის გამოცვლა გადაწყვიტა. შვედმა გასულ სათამაშო წელს 35 მატჩში 58 გოლი გაუშვა და შვიდ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.