მონრეალის მასტერსის ფინალში ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და რუსი დანილ მედვედევი დაუპირისპირდებიან.
ნახევარფინალში ნადალთან თამაშზე, ტრავმის გამო, გაელ მონფილსმა უარი განაცხადა. ფრანგმა დაზიანება ბაუტისტა-აგუტთან მოგებულ შეხვედრაში მიიღო.
მედვედევმა თავის თანამემამულეს კარენ ხაჩანოვს 6:1, 7:6 აჯობა.
მატჩი დღეს თბილისის დროით 21:30 საათზეა ჩანიშნული. ჩოგბურთელები ერთმანეთს კარიერაში პირველად დაუპირისპირდებიან.
ყველაზე მეტი 34 მასტერსის ტურნირი რაფაელ ნადალს აქვს მოგებული, მეორე ადგილზე 33 ტიტულით ნოვაკ ჯოკოვიჩია, მესამეზე როჯერ ფედერერი - 28.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
>>>
ლევანდოვსკი ამას ყველაფრიტ ჯობია
სამაგიეროდ თავით თამაშით ჯობია მაanძუკიას ბიჭი...
ლევანდოვსკი ამაზე სწრაფია
ჩემი აზრით ეს და ლევანდოვსკი დაახლოებით ერთი ყაიდის ფეხბურთელები არიან, უბრალოდ ლევანდოსვსკი ცოტა უფრო ძლიერია ინდივიდუალურად.
ძააან მაგარი ფორვარდია მანჟუკიჩიც,პრემიერლიგას ძაან მაგრად მოერგებოდა ჩემი აზრით