ფეხბურთი

17:27 | 10.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა ჩემპიონურად დაიწყო

ინგლისური პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში, მოქმედმა ჩემპიონმა, „მანჩესტერ სიტიმ,“ სტუმრად „ვესტ ჰემს“ 5:0 მოუგო.

25-ე წუთზე ანგარიში ბრაზილიელმა შემტევმა, გაბრიელ ჟეზუსმა გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში, 51-ე წუთზე, რაჰიმ სტერლინგმა მეორე გაიტანა. 24 წუთში სტერლინგმა დუბლი გაიფორმა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

თუმცა „ქალაქელები“ ამით არ დაკმაყოფილებულან. მალევე, შეცვლაზე შესულმა სერხიო აგუერომ პენალტი გარდასახა, დამატებულ წუთებზე კი სტერლინგმა ჰეთ თრიქი გაიფორმა.

სტატისტიკა
0.230233