ფეხბურთი

17:05 | 10.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის ისტორიაში VAR-ი პირველად გამოიყენეს

„ვესტ ჰემისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა ისტორიაში შევიდა, რადგან პრემიერლიგაში პირველად სწორედ ამ გუნდების დაპირისპირების დროს გამოიყენეს VAR-ის ტექნელოგია.

53-ე წუთზე ლონდონელთა კარში გაბრიელ ჟესუსმა რაჰიმ სტერლინგის გადაცემით გაიტანა, მაგრამ ინგლისელი მცირედით თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვიდეორეფერის დახმარებით მაიკ დინმა გოლი გააუქმა.

მიუხედავად გაუქმებული გოლისა, პეპ გვარდიოლას გუნდს „ჩაქუჩებთან“ პრობლემა არ ჰქონია და მეტოქე 5:0 გაანადგურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.181594