ფეხბურთი

16:04 | 10.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ და "რეალი" ნეიმარის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ და მადრიდის „რეალი“ ნეიმარის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. აღნიშნულ ინფორმაციას As-ი ავრცელებს.

არახალია, რომ ბრაზილიელს პარიზელებთან ურთიერთობა გაფუჭებული აქვს და კლუბის დატოვება. თავის მხრივ, პსჟ-ც არ გამოთქვამს დიდ სურვილს, რომ ნეიმარი შეინარჩუნოს. თუმცა ურჩევნია ფეხბურთელი „რეალში“ გაუშვას, ვიდრე „ბარსელონაში“.

ნეიმარის თაობაზე მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობს, ლეონარდომაც დაადასტურა, თუმცა კონკრეტული კლუბის სახელი არ გაუჟღერებია. გარდა ამისა, ბრაზილიელი ლიგა 1-ის პირველ ტურში სამატჩო განაცხადისთვის გამოძახებული სწორედ შესაძლო ტრანსფერის გამო არაა.

წყაროს ცნობით, მხარეები ერთწლიან საიჯარო გარიგებასაც კი განიხილავენ. რაც შეეხება „ბარსელონას“, პსჟ კატალონელებისგან ნეიმარის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს და სამი ფეხბურთელიდან (უსმან დემბელე, ნელსონ სემედუ და ფილიპე კოუტინიო) ორს ითხოვს.

სტატისტიკა
0.277207