ფეხბურთი

14:24 | 10.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი შესაძლოა პსვ ეინდჰოვენში გადავიდეს

ფრანკ რიბერი შესაძლოა პსვ ეინდჰოვენში გადავიდეს. ფრანგ ფეხბურთელს, რომელიც თავისუფალი აგენტია და კარიერის დასრულებას არ აპირებს, ჰოლანდიაში მარკ ვან ბომელი იწვევს.

პსვ-ს ამჟიმინდელი მთავარი მწვრთნელი რიბერის კარგად იცნობს, რადგან 2007-2011 წლებში „ბაიერნში“ მისი თანაგუნდელი იყო.

აღსანიშნავია, რომ რიბერიმ საუდის არაბეთის კლუბის, „ალ-ნასრის“ წინადადება უარყო და ევროპაში დარჩენის სურვილი მკაფიოდ გამოხატა. აქამდე 36 წლის ფეხბურთელს მარსელის „ოლიმპიკთანაც“ აკავშირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ რიბერი მიუნხენის „ბაიერნიდან“ წასვლის შემდეგ უკლუბოდ იმყოფება.

0.121346