ფეხბურთი

12:00 | 10.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალისონი ევროპის სუპერთასზე ვერ ითამაშებს

ინგლისურმა „ლივერპული“ მეკარე ალისონ ბეკერი მოისაკლისა. პრემიერლიგის პირველივე ტურში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და 39-ე წუთზე შეცვალეს.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი დიაგნოზი, მაგრამ ცნობილია, რომ ალისონი „ლივერპულს“ სტამბულში ვერ გაჰყვება, სადაც მისი გუნდი „ჩელსის“ ევროპის სუპერთასზე 14 აგვისტოს დაუპირისპირდება.

ეს ინფორმაცია ნამატჩევს იურგენ კლოპმაც დაადასტურა:

„მთელი ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ ოთხშაბათს ვერ ითამაშებს. უნდა დავაკვირდეთ და შემდეგ გამოჩნდება, რამდენი ხანი გაუცდება“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ლივერპულმა“ სეზონი ამაღლებულ ნოტაზე დაიწყო და „ნორვიჩ სიტი“ ადვილად, 4:1 დაამარცხა.

0.123275