ფეხბურთი

23:59 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა სანეს ტრავმაზე: "ვიმედოვნებ თებერვალში ან მარტში დაბრუნდება"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ლეროი სანეს ტრავმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფეხბურთელს შესაძლოა მინიმუმ ექვსი თვე გაუცდეს. გერმანელმა "ლივერპულთან" ინგლისის სუპერთასის მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და უახლოეს მომავალში ოპერაციას ჩაიტარებს.

"არ ვიცი. ჩვეულებრივ ასეთი დაზიანებების დროს, ექვსი ან შვიდი თვე უცდებათ? ვიმედოვნებ სანე თებერვალში ან მარტში დაბრუნდება." - ციტირებს "მანჩესტერ სიტის" ტვიტერის გვერდი გვარდიოლას სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114196