ფეხბურთი

21:46 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ შკრტელი "ატალანტაში" ითამაშებს

ბერგამოს „ატალანტამ“ ვეტერანი სლოვაკი ფეხბურთელი მარტინ შკრტელი დაიმატა. აღნიშნული ცნობა იტალიური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

34 წლის შკრტელი „ატალანტას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ბოლო სამი სეზონი კი სტამბოლის „ფენერბახჩეში“ გაატარა.

სახელი შკრტელმა „ლივერპულში“ გაითქვა, სადაც 2007-2016 წლებში 320 თამაში ჩაატარა. მანამდე სანქტ-პეტერბურგის „ზენიტისა“ და „ტრენჩინის“ ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტა“ ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, თავის ისტორიაში პირველად.

0.110859