ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულა.
მე-2 ნომრად განთესილმა გორგოძემ საწყის რაუნდებში ჩეხი იოჰანა და უკრაინელი ანასტასია შოშინა დაამარცხა, დღეს კი, პოლონელ მაია ხვალინსკასთან 7:5, 3:6, 3:6 წააგო.