მაროკოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ჰაკიმ ზიეხმა "აიაქსთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2022 წლის ივლისამდე ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ამსტერდამული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ჰაკიმი "ჰერენვეენის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2012 წლიდან თამაშობდა. 2014 წელს ზიეხი "ტვენტეში" გადავიდა, ხოლო 2016 წელს "აიაქსში". ამსტერდამელთა რიგებში მაროკოელმა 133 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 40 გოლი და 62 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ყველაზე წარმატებული ზიეხი გასულ სეზონში იყო, როდესაც 49 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰაკიმის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.