იტალიურმა „ჯენოამ“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ ლასე შონე გადაიბირა. ტრანსფერი გენუური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
დანიელმა ახალ კლუბთან 2+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები კი არ ხმაურდება.
ლასე შონე „აიაქსში“ 2012 წლიდან თამაშობდა და 286 მატჩში 64 გოლის გატანა მოასწრო. მანამდე კი „ნაემეგენის“, „გრააფსხაპისა“ და „ჰერენვენის“ ღირსებას იცავდა.