სხვა

13:46 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეკინი-2008-ის ოლიმპიური მემკვიდრეობა 2022 წლისთვის ახალ სიცოცხლეს იძენს

პეკინის 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების 11 წლისთავს ჩინელები ახალგაზრდული ფესტივალებით ხვდებიან და სხვა მასშტაბური ღონისძიებებითაც აღნიშნავენ.

2008 წლის უმთავრესი მულტისპორტული მოვლენის მემკვიდრეობა პეკინში ახალი სიცოცხლესაც იძენს. ეს მემკვიდრეობა ბევრად განმტკიცდება ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც ჩინეთის დედაქალაქი 2022 წელს უმასპინძლებს. ოლიმპიზმის ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი ქალაქი გახდება როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქი.

2016 წლიდან პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტი პეკინი-2008 და პეკინი-2022-ის დასაკავშირებლად ჩინეთის დედაქალაქში ყოველწლიურად ატარებს ზამთრის სპორტის ერთგვარ მსოფლიო გამოფენებს. ორგანიზატორთა მიზანი ჩინეთსა და მსოფლიოში ზამთრის სპორტის ინდუსტრიის განვითარება და ოლიმპიურ მემკვიდრეობაზე ზრუნვაა.

პეკინი-2008-ის სპორტული არენები, მათ შორის - განახლებული ეროვნული სტადიონი, რომელიც „ჩიტის ბუდის" სახელითაა ცნობილი და ეროვნული საწყლოსნო ცენტრი, იგივე „წყლის კუბი", მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე. 2008 წლის თამაშებისთვის აგებული 16 არენიდან 15 დღესაც გამოიყენება სხვადასხვა სპორტული თუ გამაჯანსაღებელი აქტივობებისთვის, ატრაქციონებისთვის.

„ჩიტის ბუდე", ისევე როგორც ეს იყო 2008 წელს, 2022 წელსაც უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებს, ხოლო მოცურავეთა და წყალში მხტომელთა ასპარეზობების ძველი მასპინძელი „წყლის კუბი" 2022 წელს კერლინგის მიიღებს.

ვუკესონგის სპორტული ცენტრი, რომელმაც 2008 წელს ოლიმპიურ საკალათბურთო ტურნირს მასპინძლობდა, 2022 წელს ჰოკეისტთა ასპარეზობებისთვის იქნება განკუთვნილი. ასევე სხვადასხვა კულტურულ თუ სპორტულ დანიშნულებებს იძენენ ის არენები, რომლებიც 2008 წლის თამაშებზე სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის იყო განკუთვნილი.

ოლიმპიური თამაშების მემკვიდრეობის საკითხი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის (IOC) და ორგანიზატორი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

www.geonoc.org.ge

0.114747