ფეხბურთი

1:35 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" პორო დაიმატა და "ვალიადოლიდში" გაანათხოვრა

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "ჟირონას" ყოფილი მარჯვენა გარემარბი პედრო პორო "მანჩესტერ სიტიმ" გაიფორმა. 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "ქალაქელებმა" 5.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს და "ვალიადოლიდში" გაანათხოვრეს.

პორო "რაიოს" აკადემიის აღზრდილია და "ჟირონამ" 2017 წელს დაიმატა. გასულ სეზონში პედრომ ლა ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე წელს პოროს ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ჰქონდა დებიუტი და ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12402