“ინდიანა პეისერსის” ლიტველი ფორვარდი დომანტას საბონისი გოგა ბითაძის ტრანსფერს გამოეხმაურა და მას ნბა-ში კარგი მომავალი უწინასწარმეტყველა.
ცნობისთვის, ბალტიისპირელი ინდიანელთა ერთ-ერთ წამყვან კალათბურთელად ითვლება და გასულ სეზონში ჩატარებულ 74 მატჩში საშუალოდ 24.8 წუთში 9.3 ქულას, 9.3 მოხსნასა და 2.9 პასს აგროვებდა.
აი, რა თქვა ლეგენდარული არვიდას საბონისის ვაჟმა ბითაძის შესახებ:
“მე და მაილს ტერნერს დამხმარე გვჭირდებოდა და შემიძლია ვთქვა, რომ გოგა დიდებული მოთამაშეა. მას დრაფტის დასრულების შემდეგაც ვესაუბრე. გოგა შრომისმოყვარე კალათბურთელია, რომელსაც “პეისერსი” კიდევ უფრო უკეთესს გახდის. ის ჩვენთვის კარგი შენაძენია”.