ფეხბურთი

23:47 | 8.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

უელბეკი "უოტფორდში" გადავიდა

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დანი უელბეკი "უოტფორდში" გადავიდა. 28 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს ლონდონის "არსენალიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა 28 წლის მოთამაშემ.

უელბეკი "მეთოფეთა" რიგებს 2014 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შეუერთდა. მას შემდეგ ინგლისელმა 126 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 32 გოლი და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბოლო სეზონებია ფეხბურთელს სხვადასხვა სახის ტრავმა აწუხებდა და ფაქტობრივად ვერ თამაშობდა. ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით უელბეკმა 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 26-ჯერ გამოიჩინა.

0.11198