ჩოგბურთი

19:45 | 8.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე მეოთხედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წარმატებულ სვლას განაგრძობს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 60 ათასი დოლარია.

მე-2 ნომრად განთესილმა გორგოძემ პირველ წრეში “უაილდ ქარდის” მქონე ჩეხ იოჰანა მარკოვას 6:4, 6:4 სძლია, დღეს კი, მართალია, ანასტასია შოშინასთან პირველი სეტი წააგო, საბოლოოდ, უკრაინელ ჩოგბურთელს 4:6, 6:1, 6:1 აჯობა.
ამგვარად, ეკომ მეოთხედფინალში გააღწია, სადაც ძალებს პოლონეთის წარმომადგენელ მაია ხვალინსკასთან მოსინჯავს. ამ უკანასკნელმა მერევდფინალში მე-6 განთესვის მქონე რუსი ვალენტინა ივახნენკო 6:3, 6:1 დაამარცხა.

0.115593