ჩოგბურთი

13:43 | 8.08.2019 | ნანახია 2104 - ჯერ

დღეს, ბასილაშვილს ზვერევთან მერვედფინალური მატჩი ელის

დღეს, 27 წლის ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მორიგი გამოცდა ელის. კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე მასტერსზე (საპრიზო ფონდი 6 338 885 დოლარი) მე-13 ნომრად განთესილი ბასილაშვილი მერვედფინალში მე-3 რეიტინგის მქონე გერმანელ ალექსანდრ ზვერევს ეთამაშება.

ცნობისთვის, 22 წლის ზვერევი ATP-ს ლაივ რეიტინგში 3915 ქულით მე-6 ადგილზეა, ნიკა კი, 2020 ქულით მისთვის სარეკორდო მე-16 პოზიციას იკავებს, ხოლო დღევანდელი წარმატების შემთხვევაში, მე-15 საფეხურზე აინაცვლებს.
ქართველი და გერმანელი ჩოგბურთელები ერთმანეთს 3-ჯერ შეხვედრიან და მინიმალური უპირატესობა საშას მხარესაა, თუმცა კი, ბოლო შეხვედრა ჩვენებურმა მოიგო. ეს, სულ მცირე ხნის წინ, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მოხდა, სადაც ნახევარფინალურ ეტაპზე ნიკოლოზმა 6:4, 4:6, 7:6 (7:5) მოიგო და მოგვიანებით იქ ზედიზედ მე-2 ტიტული დაისაკუთრა.
მანამდე, 2015 წელს, მარსელის (საფრანგეთი) ტურნირის კვალიფიკაციაში, ზვერევმა ბასილაშვილს 7:6 (7:5), 6:3 სძლია, შარშან, შანხაის (ჩინეთის) მასტერსის საწყის რაუნდში კი მანვე 6:4, 4:6, 7:6 (7:5) მოიგო.
ბასილაშვილისა და ზვერევის დღევანდელი შერკინება კორტ Banque Nationale-ზე გახლავთ დანიშნული და მე-2 წყებაში, რუსი დანიილ მედვედევისა და ჩილელი კრისტიან გარინის მატჩის დასრულების შემდეგ აიღებს სტარტს, ეს კი, თბილისის დროით, დაახლოებით, 22:30 საათზე იქნება.
ცნობისთვის, დღეს დილით ნიკამ ძალები მონრეალის მასტერსის წყვილთა თანრიგშიც სცადა, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია. ის და გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი, ვისაც ჩვენებურმა ერთეულთა შეჯიბრის მე-2 წრეში სძლია, ბრიტანელ კაილ ედმუნდთანა და ამერიკელ ტეილორ ფრიცთან 3:6, 4:6 დამარცხდნენ.


კომენტარები (36)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:13 | 09.08.2019
datodachi (119)

Irakli899 gakvirdebi ukve didi xania da nametani ver unda iko kargad zalian uzrdelur postebs deb nikaze da aq aravin gamochnda ro gitxras rame, ra gaachirr saqme bolosdabolos rodis unda morche aseti postebis ceras es adminic makvirvebs ro ar gblojavs

14:13 | 09.08.2019
baxt (1835)

ნამდვილად. გამაღიზიანებელია, მუდმივი შეურაცხყოფა კაცის, რომელიც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს და ქვეყანას ასახელებს.

01:38 | 09.08.2019
Crosby87 (165)

ძალიან დამწყდა გული აი ძალიან.გაუმართლა ზვერევს რომ რამდეიმე სანტიმეტრით უმტყუნა, ნიკას , ფორჰენდმა 5-4 ზე. ზვერევთან უკვე მეორე ესეთი თამაში არაა შემთხვევითობა, როგორ გაეხარდა მოგება იმასაც თუ დააკვირდით თითქოს ნადალს მოუგო ფინალშიო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნიკას შეუძლია დიდი სამეულის შემდეგ პირველი იყოს ტურში დღეს და ამის ღრმად მწამს, იმედია იპოვის იმ სტაბილურობას რომელიც ამ მიზნის მისაღწევად აუცილებლად ჭირდება, მადლობა ნიკა დღევანდელი ბრძოლისთვის

01:32 | 09.08.2019
Sport With pleasure (4571)

ახლა გადავედი სერუჩკაზე! აბა რა ვქნა ;D

01:32 | 09.08.2019
dinamo222 (8587)

ტაი ბრეიკი საერთოდ თუ მოიგო ბასილამ არც მახსენდება @

01:31 | 09.08.2019
baxt (1835)

საწყენია.. მაგრამ რასაც მიაღწია, უკვე ისიც დიდი წარმატებაა.

01:31 | 09.08.2019
O. Mertskhali (8101)

არაუშავს, ბასილ - კარგი ხარ

01:31 | 09.08.2019
irakli899 (1778)

ნიკა ხო გახსოვს რაც გითხარი

01:31 | 09.08.2019
Sport With pleasure (4571)

რომ წაეგო 7-5 6-0 არ დამწყდებოდა გული ახლა ერთიორად

01:29 | 09.08.2019
Sport With pleasure (4571)

უკვე აღარ უნდა წაეგო

01:17 | 09.08.2019
O. Mertskhali (8101)

რა გასაკვირია და ჰამბურგის ზედიზედ მეორედ მოგებამ, კარგად იმოქმედა ბასილას ფსიქოლოგიაზე, როგორც ჩანს

01:18 | 09.08.2019
barcelona1991 (4821)

სეზონის მეორე ნაწილში უმატებს მაგრად იმედია პეკინსაც დაიცავს

01:14 | 09.08.2019
Sport With pleasure (4571)

კოლეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

01:15 | 09.08.2019
barcelona1991 (4821)

ნიკალა გვახარებს ესეც თუ მოუგოო მაგარიაა რააა ზედიზედ თუ დამაარცხაა ზვერო დიდი შანს აქ უკვე ამის

01:09 | 09.08.2019
O. Mertskhali (8101)

დაღალა ბოლო-ბოლო, მგონი ))

00:58 | 09.08.2019
dinamo222 (8587)

ისა ნაბ..ზვერევი როგორ წელავს სპეციალურად დროს მოწოდებაზე @ ნიკას ნერვებზე თამაშობს @

00:56 | 09.08.2019
O. Mertskhali (8101)

მაგარ დაცვას თამაშობს ზვერევი.. ისე, კაი საყურებელი მატჩია: ბასილა უბრახუნებს, ის არ ტყდება ))

00:57 | 09.08.2019
O. Mertskhali (8101)

ზოგადადაც, სასიამოვნო საყურებელი მატჩია, ნეიტრალური ადამიანისთვის..

00:55 | 09.08.2019
Sport With pleasure (4571)

ის ბასილა იყო რომ შეიგინა V

00:49 | 09.08.2019
ალექსანდრე (6188)

რაღაც ენერგია აღარ აქვს

00:42 | 09.08.2019
dinamo222 (8587)

მოკლედ ბადესთან აბსოლუტური ნულია ბასილა ! ვერც შეტევაში თამაშობს ბადესთან და ვერც დაცვაში

00:41 | 09.08.2019
dinamo222 (8587)

აუუ ისეთი სახე აქვს გეგონება არ უნდა თამაში და ძალით ათამაშებენ @

00:39 | 09.08.2019
O. Mertskhali (8101)

იგივე, ბასილ, იგივეე.. დააჭედე!

00:32 | 09.08.2019
O. Mertskhali (8101)

ეგრე უნდა ხიო ხოლმე ბასილ ბადესთან გამოსულ მოწინააღმდეგეს! მერე თუ გინდა, ბოდიშიც მოუხადე

00:31 | 09.08.2019
Sport With pleasure (4571)

გადავაჭედეთ,, იმედია ბოლომდე

00:16 | 09.08.2019
deqstera_best_7 (1964)

სად უყურებთ??

00:18 | 09.08.2019
Sport With pleasure (4571)

deqstera_ მე აქstripslashes((strlen('http://adjarasport.tennis/livestream/457')>0?' http://adjarasport.tennis/livestream/457':' http://adjarasport.tennis/livestream/457'))

00:07 | 09.08.2019
mtiula (1604)

jer kide tamshia da vnaxot ikneb datrialos matchic calke fexburtze damwyda guli vicodi fenordibrasac gvizamda mara iluziashi gavichite chemi tavi da davajere rom shegvedzlo tamshi ferdtan

00:05 | 09.08.2019
mtiula (1604)

romc wagos dasamduravi ar unda gvkondes hamburgi dado da ak 2 tamshi moigo da xvdeba zverevs yvelas ver moigebs gasagebia shecdomebi bevriavmara ras vizamt esea imedia gamoasworebs

00:02 | 09.08.2019
mirian (704)

კომენტატორი რამდენს ლაპარაკობს ჩოგბურთია ბოლოსდაბოლოს

00:04 | 09.08.2019
Sport With pleasure (4571)

აუ რა საიტი მქონდა არჩეული, ვუნ უსმენდა მაგათ!!! მარა იქ რატომღაც გააუქმეს ტრანსლიაციები ყველა მოვლენის

23:59 | 08.08.2019
dinamo222 (8587)

აუუ მეტოპქის მოწოდება რომ აიღო მეთქი წაიყვანს ეხლა თამაშს და როგორ აჩუქა თავისი მოწოდება @ ეს თუ წააგებს ისევ თცითონ თავისივე შეცდომებით @

23:56 | 08.08.2019
irakli899 (1778)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

23:32 | 08.08.2019
O. Mertskhali (8101)

ჰაჰაჰა - ბასილამ რაღაც გადასდო ზვერუკას, მგონი

23:32 | 08.08.2019
Sport With pleasure (4571)

აი ახლა მაგას სეტი თუ არ დააჭედო შენ იყო ტ # კი

23:17 | 08.08.2019
Sport With pleasure (4571)

კაია ნიკო! ასე გამოხატე ემოციები

23:13 | 08.08.2019
Sport With pleasure (4571)

გადაღლილობას ვატყობ.

22:55 | 08.08.2019
Sport With pleasure (4571)

ასე ხო შეგიძლია თურმე

22:52 | 08.08.2019
Sport With pleasure (4571)

ყველაზე ადვილი სიტუაციიდან შეუძლია, რომ ყველაზე ძნელში გადაიყვანოს თავისთვის!! - კაი რა ბასილ

21:21 | 08.08.2019
mtiula (1604)

dges rojeri 38 wlis gaxda da amat kide szinavt sircxvilia ubralot vulocav rojers da imedia minimum 2 weli kide gveyoleba chogburtshi

22:53 | 08.08.2019
Sport With pleasure (4571)

არ გაახარებს ჯოკო, მის გულშემატკივრებს ქი ვხედავთ ((

18:37 | 08.08.2019
davit-tg (768)

მოუგებს დღესაც

18:01 | 08.08.2019
ზიდანი (55)

ნადალამდე თუ მივიდა ათეული გარანტირებული გვექნება წარმატებები

0.115715