ჩინეთში მიმდინარე China Open-ის ტურნირის მეოთხედფინალში რეიტინგის 56-ე ნომერმა, სლოვაკმა მარტინ კლიჟანმა, ესპანელი რაფა ნადალი დაამარცხა (6:7, 6:4,6:3).
პირველივე სეტში სლოვაკმა ესპანელს აგრძნობინა, რომ არაფრის დათმობას არ აპირებდა. პირველი სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც კლიჟანს ჰქონდა შანსი მაგრამ ვერ გამოიყენა და საბოლოოდ რაფას გამარჯვებით დასრულა – 9:7.
მეორე სეტის დასაწყისშივე ესპანელმა ბრეიკი შეასრულა და დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ. ანგარიში 4:2 იყო ნადალის სასარგებლოდ. მარტინმა სასწაული მოახდინა და რაფაელ ნადალს ზედიზედ 4 გეიმი მოუგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტში, მალიორკელი ბრეიკს აკეთებს და 3:2 დაწინაურდა გადამწყვეტ სეტში. სლოვაკი მორიგ სასწაულს ახდენს, ზედიზედ 4 გეიმს იგებს და ესპანელს კარიერაში პირველად ამარცხებს.
სლოვაკმა 5 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა, რაფამ 2 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ნახევარფინალში კლიჟანის მეტოქე ჩეხი ტომაშ ბერდიხი იქნება.