„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ „ფეიენოორდთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც მეკარე ხოსე პერალესი იახლა.
ესპანელი მეკარის განცხადებით, „დინამო“ როტერდამში ტურისტის რანგში არ იმყოფება ხვალინდელ მატჩში თბილისური გუნდი კარგი ფეხბურთის თამაშს ეცდება.
„როგორც მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ხვალ მძიმე მატჩი გვექნება, მაგრამ ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ. აღვნიშნავ, რომ აქ ტურისტებად არ ვართ ჩამოსულები და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება“, - თქვა პერალესმა.
შეგახსენებთ, „ფეიენოორდისა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი 8 აგვისტოს 21:30 საათზე გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დასასვენებლადაა ჩასული და სელფებს იღებს სტადიონზე მუშაობაში ჩამეთვლებაო...
სვანეთშიც ასულიყავით ამ დაბლობში ხო ააყვავეთ ფეხბურთიიიიი