ჩოგბურთი

20:17 | 7.08.2019 | ნანახია 367 - ჯერ

გორგოძემ მერვედფინალის საგზური მოიპოვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ წარმატებული სტარტი აიღო პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 60 ათასი დოლარია.

დღეს, მე-2 ნომრად განთესილი გორგოძე “უაილდ ქარდის” მქონე ჩეხ იოჰანა მარკოვას გაეჯიბრა და 6:4, 6:4 სძლია. მერვედფინალში ეკოს მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – უკრაინელი ანასტასია შოშინა იქნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.125223