ჭიდაობა

18:07 | 7.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბალავაძისა და კარტოზიას ტურნირზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) სტარტი აიღო ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირმა ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში.

შეჯიბრის პირველ დღეს პრიზიორები თავისუფალში – 61, 70, 79 და 92 კგ-მდე წონით კატეგორიებში გამოვლინდება, ბერძნულ-რომაულში კი – 55, 63 და 72 კგ-ში.
დილის სესიის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა ნახევარფინალური წყვილების შემადგენლობა, რომლებიც ბრძოლაში 19:30 საათიდან ჩაებმებიან.

თავისუფალი ჭიდაობა
61 კგ.
ბექა ლოთაძე (საქართველო) – პავრიზ იბრაჰიმოვი (აზერბაიჯანი)
აჰმედნაბი გვარზატილოვი (აზერბაიჯანი) – შელტონ მაკი (აშშ)

70 კგ.
ლევან ქელეხსაშვილი (საქართველო) – იონეს ემამიჩოგაეი (ირანი)
მირზა სხულუხია (საქართველო) – კონსტანტინე ხაბალაშვილი (საქართველო)

79 კგ.
ზურაბ ერბოწონაშვილი (საქართველო) – ტარიელ გაფრინდაშვილი (საქართველო)
ტეიმური ბაჰმანი (ირანი) – რაშად იუსიფლი (აზერბაიჯანი)

92 კგ.
ირაკლი მწითური (საქართველო) – ბექა ნადაშვილი (საქართველო)
მეკი სიმონია (საქართველო) – შამილ ზუბაიროვი (აზერბაიჯანი)

ბერძნულ-რომაული
55 კგ.
ნასერპურ პოია (ირანი) – მანჯეეტ მანჯეეტი (ინდოეთი)
ნორაირ ჰაკოიანი (სომხეთი) – რუდიკ მკრტიჩიანი (სომხეთი)

63 კგ.
დალხანი მეისამი (ირანი) – ელმან მუხტაროვი (აზერბაიჯანი)
მურად მამადოვი (აზერბაიჯანი) – აბდუვალი სამანი (ირანი)

72 კგ.
გიორგი ხუჭუა (საქართველო) – ისლამბეკ დადოვი (აზერბაიჯანი)
ამინ კავიანინეჯადი (ირანი) – ჰრანტ კალაჩიანი (სომხეთი)

0.118113