ფეხბურთი

13:13 | 7.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი რუნის შემცვლელად მოიაზრება

"არსენალის" ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა შესაძლოა კარიერა "დი-სი იუნაიტედში" გააგრძელოს, აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბში იოზილს უეინს რუნის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც 2020 წლიდან "დერბი ქაუნთის" მოთამაშე-მწვრთნელი გახდება.

იოზილი 2013 წელს "რეალიდან" არსენალში" გადავიდა, სადაც ჯამში ყველა ტურნირზე 231 შეხვედრა ჩაატარა და 43 გოლი გაიტანა.

0.115854