ფეხბურთი

10:49 | 7.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ფორლანმა კარიერა დაასრულა

ურუგვაის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, დიეგო ფორლანმა, კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

„ეს ძნელი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ, ერთხელაც დგება დრო, როცა დაფიქრდები და მიხვდები, რომ წასვლის დროა. კარგი იქნებოდა კარიერა „პენიაროლში“ დამესრულებინა, მაგრამ მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა.“ - უთხრა ფორლანმა ესპანურ AS-ს.

40 წლის ფორლანის ბოლო კლუბი ჰონგკონგური „კიტჩი“ გახლდათ. ადრე კი მას „მანჩესტერ იუნაიტედში,“ მადრიდის „ატლეტიკოში“ და მილანის „ინტერშიც“ უთამაშია.

2002-14 წლებში ურუგვაის ნაკრებში ფორლანმა 112 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

0.111011