ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგაში დრიბლინგების კუთხით ოთხი ტურის თავზე საუკეთესოა.
რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით განვლილი ტურების შემდეგ დავითაშვილის დრიბლინგების 85% წარმატებული გამოდგა და მსგავსი შედეგი ამ ეტაპისთვის არავის აქვს.
შეგახსენებთ, დავითაშვილი განვლილ ოთხ ტურში „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ხვდებოდა, თუმცა გოლი არ გაუტანია.