სხვა

23:23 | 6.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო-2020-ის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად ცხელი ამინდი რჩება

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელთათვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება ამ ფორუმის პერიოდში (24 ივლისი - 9 აგვისტო) ცხელ ამინდთან ბრძოლა. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მარათონელთა სტარტამდე ერთი წლით ადრე ტოკიოს ახალი ეროვნული სტადიონის სიახლოვეს, დილის 6 საათზე მინიმუმ 31 გრადუსი სიცხე და 70-პროცენტიანი ტენიანობა დაფიქსირდა.

ტოკიო-2020-ის გათვლებით, წინასწარი კვლევები მასპინძლებს მარათონელების სიცხისგან დასაცავად ზომების მიღებაში დაემხარება. ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო სტარტის გათვალისწინებულზე ადრე დაწყება. კერძოდ, ქალთა მარათონი 2 აგვისტოს დილის 6 საათზე აიღებს სტარტს, კაცთა მარათონი კი ერთი - კვირის შემდეგ, იმავე დროს. საგულისხმოა, რომ აქამდე სასტარტო დროდ 07:30 საათი იყო ჩანიშნული, რომელიც მოგვიანებით 7 საათით შეიცვალა, მაგრამ ათლეტთა, მაყურებელთა და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის რისკების გათვალისწინებით, სტარტის დრო კიდევ გადაწიეს.

ტოკიო-2020-ის ორგანიზატორთა ცნობით, გზებზე, მათ შორის მარათონისთვის განკუთვნილ ტრასაზე ტემპერატურის დასაგდებად ისეთ სითხეს გააფრქვევენ, რომელიც სითბოს და ულტრაისფერ სხივებს აირეკლავს. გარდა ამისა, მაყურებლებს უფლება ექნებათ გარკვეული წესების გათვალისწინებით არენებზე საკუთარი ბოთლებით შეიტანონ წყალი, რაც სხვა ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთოების ზომებისა და სპონსორული ხელშეკრულებების გამო იკრძალებოდა. ასევე თამაშების ორგანიზაოტორები 13 სპონსორის დახმარებით მოაწყობენ და უზრუნველყოფენ კონდიცირებულ კარვებს და სხვა გადახურულ სივრცეებს.

15-16 აგვისტოს ტოკიოში სიცხესთან ბრძოლის მეთოდებს გამოცდის ტრიატლონის საერთაშორისო კავშირიც, რომელიც ოლიმპიური საკვალიფიკაციო ასპარეზობის ჩასატარებლად ემზადება.

www.geonoc.org.ge

0.113084