ფეხბურთი

16:33 | 6.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნი ინგლისში ბრუნდება და "დერბის" მოთამაშე-მწვრთნელი გახდება

ინგლისელი თავდამსხმელი თავდამსხმელი უეინ რუნი სამშობლოში ბრუნდება. Sky Sports-ის ინფორმაციით, 34 წლის თავდამსხმელი „დერბი ქაუნთის“ მოთამაშე-მწვრთნელი გახდება.

რუნის ინგლისში დღეს ელოდებიან, ისევე როგორც ინფორმაციის გაოფიციალურებას. შედეგად, რუნი „დერბის“ მთავარი მწვრთნელი გახდება და თან ფეხბურთელიც იქნება. ინგლისელი ფრენკ ლამპარდის პოზიციას დაიკავებს, რომელიც „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

უეინ რუნის კარიერის განმავლობაში „ევერტონის“, „მანჩესტერისა“ და „დი სი იუნაიტედის“ ღირსება დაუცავს. ამრიკეულ გუნდში მან 46 თამაში ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.

0.112214