ფეხბურთი

14:44 | 6.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: „56 წლის, ისევ ბავშვივით ვარ“

ჟოზე მოურიუნიუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოცალეობის ჟამს, ბევრი დრო დაუთმო თვითგამორკვევის ანალიზს.

„არაფერზე ვწუხვარ. შეიძლება თქვათ: უჰ, რომ მცოდნოდა, ამას თუ იმას სხვაგვარად გავაკეთებდი და ასე შემდეგ. მაგრამ მგონია, რომ სწორად ვიცხოვრე და რაც მიყვარდა, იმას ვაკეთებდი. 56 წლის მოვიყარე, მაგრამ ისევ ბავშვივით ვარ.

ჩარლზ დარვინმა ერთი ჭეშმარიტება მასწავლა. დარვინი ამბობს, რომ საუკეთესო ის არის, ვინც საუკეთესოდ მოერგება ცვლილებებს. ცვლილებები ყოველთვის კარგისკენ არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია ფეხი აუწყო და შეეთვისო მას.

ამაზე მართლაც ბევრი ვიფიქრია ბოლო დროს.“ - უთხრა „განსაკუთრებულმა“ Sky Sports-ს.

ჟოზეს ბოლო სამუშაო ადგილი „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლდათ, საიდანაც შარშან დეკემბერში დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125595