ფეხბურთი

11:18 | 6.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ევერტონი“ რაკიტიჩით დაინტერესდა

„ბარელონას“ ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, კარიერა შესაძლოა „ევერტონში“ გააგრძელოს - წერს ესპანური AS. წყაროს ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა ამ ზაფხულს „აიაქსიდან“ ფრენკი დე იონგი იყიდა, რამაც შესაძლოა რაკიტიჩს ძირითადში სათამაშო დრო შეუმციროს.

ესპანური მედია იმასაც წერდა, რომ „ბარსელონას“ ჩაფიქრებული ჰქონდა რაკიტიჩი ნეიმარის გადაბირების გარიგებაში ჩაერთო. თუმცა, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

გასულ სეზონში რაკიტიჩმა „ბარსას“ მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა, 3 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე პასით გამოირჩა. მისი კონტრაქტი კატალონიელებთან 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

0.124414