სხვა

1:07 | 6.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი დევნილთა გუნდს ტოკიოს ოლიმპიური საგზურის მოპოვებაში ეხმარება

ტყვიის სროლაში სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნიკოლო კაპრიანიმ დევნილთა გუნდის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადების ამბიციური გამოწვევა მიიღო.

ლონდონის 2012 და რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშების 3 ოქროს მფლობელი კაპრიანი აცხადებს, რომ ახალი გამოწვევა შესაძლოა სპორტსმენობაზე უფრო რთულიც იყოს.

„ერთი ოქროს მედალი შესაძლოა ვერცხლისა ყოფილიყო, რომ არა ფინალში ჩემი მეტოქის უხეში შეცდომები. ეს ოქროს მედალი მოსვენებას არ მაძლევდა, ვერ ვეგუებოდი. ამიტომაც, როდესაც ჯილდოებისთვის დაწესებული ფულადი პრემია მივიღე, ოქროსა და ვერცხლის მედლებს შორის ფულადი პრემიალური სხვაობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დევნილთა უმაღლეს კომისარს გადავეცი. მოგვიანებით ზამბიაში მეჰებას დევნილთა ბანაკში მიმწივიეს. იგი აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი ლტოლვილთა ბანაკია. ამგვარმა გამოცდილებამ ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა და იმაზე დამაფიქრა, თუ როგორ შეიძლებოდა გამომეყენებინა საკუთარი ოლიმპიელის სტატუსი და კავშირები," - განაცხადა ნიკოლო კაპრიანიმ.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი 2017 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ერთგვარი მენეჯერ-სკაუტი გახდა, 2018 წლის ბოლოს კი იტალიის საემიგრაციო სამსახურს დევნილებთან დაკავშირებული პროექტი შესთავაზა.

საქმე დაიძრა, კაპრიანიმ სამი კანიდატი შეარჩია - ერთი კაცი და ორი ქალი, რომლებსაც პირველი გამოცდის ჩაბარება ახლა იტალიის ტყვიის მსროლელთა ჩემპიონატში უწევთ: „თუ ყველაფერი კარგად წავიდა, დარწმუნებული ვარ, ერთი მათგანი მაინც წავა ტოკიოში."

კაპრიანის იმედოვნებს, რომ მისი სამწვრთნელო მცდელობები სხვა ოლიმპიელებსაც შთააგონებს.

www.geonoc.org.ge

0.1412