ფეხბურთი

0:20 | 6.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარიო ბალოტელი ბრაზილიაში გადადის

იტალიელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი შესაძლოა „ფლამენგოში“ გადავიდეს. Globo Esporte-ს ცნობით, აპენინელი ფორვარდის აგენტს ბრაზილიური კლუბი უკვე დაუკავშირდა და მარიოც თანახმაა სამხრეთ ამერიკაში გადასაბარგებლად.

აღსანიშნავია, რომ ბალოტელი თავისუფალია და შესაბამისად, ნებისმიერ გუნდში გადასვლა უსასყიდლოდ შეუძლია.

როგორც ხსენებული წყარო წერს, ბალოტელი ძალიან მოსწონს „ფლამენგოს“ მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟესუსს და გუნდის ხელმძღვანელობას მისი დამატება სთხოვა.

ბალოტელიმ ბოლოს ფრანგულ „მარსელში“ ითამაშა და „ველოდრომზე“ გატარებულ 15 მატჩში 8 გოლის გატანა შეძლო. აქვე ვთქვათ, რომ იტალიელს სამშობლოში „ვერონა“ და „ბრეშა“ ეპატიჟებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122947