ამერიკული MLS-ის ბინადარ „ფილადელფია უნიონის“ კაპიტანმა ალეხანდრო ბედოიამ „დისი იუნაიტედის“ კარში გატანილი გოლის შემდეგ მიკროფონთან მიირბინა და თქვა:
„კონგრესო, ეს ახლავე გააკეთე, შეაჩერე ძალადობა იარაღის გამოყენებით!“, - თქვა ბედოიამ.
ბედოიას განცხადება აშშ-ში ბოლო 24 საათში მომხდარ ინციდენტებს უკავშირდება. ტეხასში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, ოჰაიოში ცხრა და 26 ადამიანი დაშავდა, ხოლო ჩიკაგოში 7 ადამიანი დაშავდა.