ფეხბურთი

17:42 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჰარი მაგუაირი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ჰარი მაგუაირი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლესტერიდან“ ინგლისელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

კონტრაქტის თანახმად, მაგუაირი „ოლდ ტრაფორდზე“ 6 წლის განმავლობაში დარჩება და მხარეებს სურვილის შემთხვევაში 1 წლით გახანგრძლივებაც ავტომატურად შეეძლებათ.

Sky Sports-ის ინფორმაციით, „წითელმა ეშმაკებმა“ 92.8 მილიონი ევრო გაიღეს და ასეთი თანხა მცველის სანაცვლოდ არავის გადაუხდია.

„მოხარული ვარ, რომ კონტრაქტი ასეთ დიდ გუნდთან გავაფორმე. „ლესტერში“ ჩემი თავგადასავალი ძალიან სასიამოვნო იყო და მინდა ყველას მადლობა ვუთხრა ბოლო ორი ფანტასტიკური წლისთვის. თუმცა, როდესაც „მანჩესტერი“ შენს კარზე აკაკუნებს, შეუძლებელია უარი უთხრა“, - თქვა ჰარიმ.

26 წლის ჰარი მაგუაირის კარიერა „შეფილდ იუნაიტედში“ დაიწყო, შემდგომ კი „ჰალ სიტისა“ და „უიგან ატლეტიკში“ ითამაშა. „ლესტერის“ მაისურით 76 თამაშში 5 გოლის გატანა მოახერხა. რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს, მის ანგარიშზე 20 მატჩში 1 გოლია.

სტატისტიკა
0.259839