კალათბურთი

18:55 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის გუნდმა საკონტროლო მატჩები დაგეგმა

ესპანურმა “იბეროსტარ ტენერიფემ”, რომლის რიგებშიც ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ჩაირიცხა, წინასასეზონო მატჩები დაგეგმა, შესაბამის პოსტერზე კი სწორედ ჩვენებური განათავსა, რაც იმის მანიშნებელია, რომ გიოს გუნდში დიდი როლი უნდა დაეკისროს.

ჩუს ვიდორეტას მიერ გაწვრთნილი კუნძულელები პირველ საკონტროლო შეხვედრას 4 სექტემბერს “სასკი ბასკონიასთან” ჩაატარებენ, შემდეგ კი ასეთი გრაფიკი აქვთ: 6 სექტემბერი – “სარაგოსა”, 13 და 15 სექტემბერი – “ფუენლაბრადა”, 19 სექტემბერი – “ბასკონია”, 21 სექტემბერი – “მანრესა”.
როგორც ხედავთ, 19-ში ტენერიფელები ძალებს ბასკთა უმთავრესი გუდის წინააღმდეგ მოსინჯავენ, ამდენად, შერმადინისა და თორნიკე შენგელიას დაპირისპირებასაც ვიხილავთ.
ამ დროისთვის, “იბეროსტარ ტენერიფეში” ცენტრის პოზიციაზე გიოს კონკურენტები ნაკლებადცნობილი კალათბურთელები – ესპანელი ფრან გუერა და ამერიკელი დერიონ ატკინსი არიან, ამდენად, ქართველ ლეგიონერს სასტარტო ხუთეულში ადგილის დამკვიდრების კარგი შანსი აქვს.
ვთქვათ ისიც, რომ ცნობილი სახეებიდან მომავალ სეზონში შერმადინის თანაგუნდელები ბრაზილიელი მარსელო უერტასი, ფინელი სასუ სალინი და ესპანელები – პაბლო აგილარი და დანი დიეზი იქნებიან. საინტერესოა, რომ სალინი და დიეზი გასულ სეზონში, ქართველი კალათბურთელის დარად, მალაგის “უნიკახას” ღირსებას იცავდნენ.

0.115108