ფეხბურთი

15:37 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი სეზონის პირველივე ვარჯიშზე დაშავდა

კატალონიის „ბარსელონას“ ლიონელ მესი შვებულებიდან დაუბრუნდა, მაგრამ დღეს პირველივე ვარჯიშზე დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.

მესის მარჯვენა ფეხის დაზიანება აღენიშნება და მკურნალობას ესპანეთში გააგრძელებს. ასე, რომ არგენტინელი „ბარსელონას“ ამერიკულ შეკრებაზე ვერ გაჰყვება, სადაც ერნესტო ვალვერდეს გუნდს წინასასეზონო ბოლო ორი სპარინგი „ნაპოლისთან“ ელოდება.

ჯერჯერობით უცნობია მესის ტრავმის ხარისხი და გამოჯანმრთელების ვადებიც. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი სტარტს 16 აგვისტოს აიღებს, ხოლო კატალონელები სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდებიან.

0.148085